jeo jgufi saerTaSoriso standartebis qarTuli satransporto kompania
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ჯეო ჯგუფი" 2008 წელს ფოთში დაფუძნდა. "ჯეო ჯგუფი" გემების აგენტირებას და საკონტეინერო გადაზიდვას ახორციელებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.
• “ჯეო ჯგუფი“-ს ნებისმიერი ტვირთი დაზღვეულია. ( გთხოვთ გაითვალისწინოთ!!! )
"ჯეო ჯგუფი" საზღვაო-სახმელეთო გადაზიდვების სრული მომსახურებით გამოირჩევა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: საერთაშორისო გადაზიდვები, გემების აგენტირება, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვები, არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვები, სანავსადგურო მომსახურება. ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში “ჯეო ჯგუფი“ დამკვეთებს საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. გადააქვს გენერალური, საკონტეინერო და თხევადი ტვირთები. საქართველოს პორტებში შემოსულ უცხოურ გემებს კი აგენტირებას უწევს და ყველა პროცედურას თავად უგვარებს, იქნება ეს გემის დოკუმენტების გაფორმება, ტვირთის მიღება-ჩაბარება და სატვირთო ოპერაციების ორგანიზება თუ სხვა.
“ჯეო ჯგუფი“-ს კომპანიას ევროპული მაღალი თვირთ ამწეობის 16 ავტომანქანა ჰყავს. გამოცდილ მძღოლებს ტვირთები გადააქვთ როგორ ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში. განსაკუთრებით დიდი დატვირთვით მუშაობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. კომპანიაში საავტომობილო ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარებას ახორციელებენ.
კომპანიას ძირითადი ტვირთბრუნვა მაინც ევროპიდან და ჩინეთთან აქვს. “ჯეო ჯგუფი“-ს წარმატებას განაპირობებს ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ჰყავს პარტნიორიები, რომლებიც მის ტვირთებს მომსახურებას უწევენ. ჩინეთში კერძოდ ქალაქ შანხაიში აქვს იჯარით აღებული საწყობი სადაც შესაძლებელია ტვირთების დასაწყობება და შემდეგ გამოგზავნა საქართველოს თუ კავკასიის რეგიონში.
კახაბერ სტეფანია, "ჯეო ჯგუფი"-ს გენერალური დირექტორი: ადამიანმა, რომელმაც მარტო ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერის და ფინანსური დახმარების გარეშე დაიწყო საქმიანობა და დღეს დასაქმებული ჰყავს 25 ადამიანი რომლის უკან 25 ოჯახი დგანს.
|